ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"პერლ ჰარბორზე" თავდასხმიდან 76 წელი გავიდა


პერლ ჰარბორი, ჰავაი, 7 დეკემბერი, 1942 წელი.
პერლ ჰარბორი, ჰავაი, 7 დეკემბერი, 1942 წელი.

76 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იაპონიის საჰაერო ძალებმა მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა ამერიკის - ჰავაის შტატში მდებარე საზღვაო ფლოტის ბაზაზე. ამ თავდასხმას მსოფლიო „პერლ ჰარბორზე“ (თარგმანი: მარგალიტის ნავსადგური) მიტანილი იერიშის სახელით იცნობს. ამის შემდეგ ამერიკა ოფიციალურად ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში.

თავდასხმის შედეგად 2 300 ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათი დაახლოებით ნახევარი იმ სამხედრო ხომალდზე იმყოფებოდა, რომელიც მასზე ბომბების ჩამოყრის შემდეგ აფეთქდა და ჩაიძირა.

AP Pearl Harbor
AP Pearl Harbor

დაღუპულების ხსოვნას დღეს პატივი იმავე ადგილას წუთიერი დუმილით მიაგეს. ცერემონია დილით ადრე, ზუსტად იმ დროს დაიწყო, როცა თავდასხმა მოხდა - 7 საათსა და 55 წუთზე.

გილბერტ მეიერი ერთ-ერთია იმ ამერიკელთა შორის, ვინც 1941 წლის 7 დეკემბერს დაბომბვას გადაურჩა. დღეს ის დაღუპულთათვის პატივის მისაგებად მოწყობილ ცერემონიას ესწრებოდა. 94 წლის მეიერი, რომელიც ახლა ტეხასის შტატში ცხოვრობს, მაშინ 18 წლის პირველკურსელი მეხანძრე იყო. მოგვიანებით მან იაპონიის წინააღმდეგ არაერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 1945 წელს იაპონიის დამარცხებისას ტოკიოს ყურეში ამერიკული საზღვაო ხომალდ "დეტროიტის" ბორტზე იმყოფებოდა.

კიდევ ერთი გადარჩენილი, ჰერბერტ ელფრინგი იხსენებს, რომ პირველად ბომბების ხმა საწვრთნელ ბაზაზე მომხდარი აფეთქება ეგონათ. სულ ცოტა ხანში კი ის უკვე ამომავალი მზის დროშიანი თვითმფრინავებიდან წამოსულ ტყვიების წვიმას გაურბოდა. ელფრინგი მაშინ 19 წლის იყო.

​ამერიკა და იაპონია ომის შემდეგ მტკიცე მოკავშირეები გახდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG