ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მადლობა გადაუხადა, სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისას მოსკოვის „დაბალანსებული პოზიციისთვის“ და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიულ ალიანს“ საფრთხე არ ემუქრება.

„ეს იყო ძალზედ კონსტრუქციული პოზიცია. რასაც არა მხოლოდ ჩვენი მთავრობა, არამედ ჩვენი საზოგადოებაც აფასებს“, თქვა ფაშინიანმა.

ეს ორი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრაა, მას შემდეგ რაც პარლამენტმა ფაშინიანი პრემიერის პოსტზე აირჩია, ერევნის ქუჩებში რამდენიმე კვირიანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად.

პუტინმა სომეხ კოლეგას წარმატება უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები „ისევე წავა წინ როგორც აქამდე".

პუტინსა და ფაშინიანს შორის შეხვედრა, შავი ზღვის ქალაქ სოჭში „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ კონფერენციის პარალელურად გაიმართა. ფაშინიანის განცხადებები მორიგი დასური იყო იმის, რომ ერევანი არ აპირებს რუსეთს ზურგი აქციოს.

მოსკოვი ერევანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ყურადღებით აკვირდებოდა და საჯაროდ, ყოფილი პრემიერის სერჟ სარგსიანის გადადგომამდე, პოზიცია არ გამოუხატავს. თუმცა კრემლი გადიოდა კონსულტაციებს პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეზე. "[რუსეთი] აღიქვამს სომხეთს, როგორც ჩვენს ახლო პარტნიორს და მოკავშირეს რეგიონში“, განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ იმედი აქვს თანამშრომლობა ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში გაღრმავდება.

სომხეთი რუსულ სამხედრო ბაზას მასპინძლობს და ამასთან ერევანი რუსეთთან ერთად სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების ნაწილია. ზოგიერთი შეფასებით, მოსკოვი აზერბაიჯანის და თურქეთის პირისპირ ერევანის უსაფრთხოების გარანტი ქვეყანაა. „ჩვენს ქვეყანაში [რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე] კონსენსუსი არსებობს, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები არავის დაუყენებია ან დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ,“ - თქვა ფაშინიანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG