ეკონომიკური კრიზისის და ქვეყნის ერთ რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე, ეთიოპიაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის ემზადებიან. არსებული მწვავე პრობლემების პარალელურად, ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესიც რთულად მიმდინარეობს. ადგილობრივების ცნობით საარჩევნო კამპანია ხშირად შეურაცხმყოფელია და კონკურენტებს შორის არ მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები.
დამკვირვებლების აზრით, წინასაარჩევნო პროცესი რთული იყო და ხშირად ძალადობრივი. ზოგიერთ რეგიონში საპროტესტო აქციები გაიმართა, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოჰყვა. არჩევნები ქვეყანაში, ორშაბათს 21 ივნისს არის ჩანიშნული და ეს იქნება ერთგვარი ტესტი მოქმედი პერმიერ-მინისტრ აბი აჰმედისთვის, რომელიც თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს.
ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში, 40 პარტიის 9 000-ზე მეტი წარმომადგენელი ღებულობს მონაწილეობას. კვლევები აჩვენებს, რომ პარტიებს კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევთ, რადგან გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს. შესაბამისად, პარტიებს მოუწევთ პრემიერ-მინისტრი შეთანხმებით აირჩიონ.
Facebook Forum