ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელგიამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი საფრანგეთს გადასცა


პარიზის ტერორისტულ თავდასხმებში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დღეს საფრანგეთის სასამართლოს წინაშე წარსდგება, მას შემდეგ, რაც ბელგიელმა სამართალდამცავებმა ის საფრანგეთს გადასცეს.

ექსტრადიცია მოულოდნელად დღეს მოხდა და აბდესლამის ადვოკატ ფრენკ ბერტონს ბელგიიდან საფრანგეთში ჩასვლა სასწრაფოდ მოუწია. ბერტონი ამბობს, რომ მისი კლიენტი სამართალდამცავებთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრ ჟან-ჟაკ ურუას განცხადებით, აბდესლამს იზოლირებულ საკანში, პარიზის ტერიტორიაზე მდებარე ციხეში მოათავსებენ.

XS
SM
MD
LG