ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სროლა პარიზის ცენტრში - მოკლულია სამი ადამიანი


სროლას პარიზის ცენტრში სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სამი კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით დაშავებულთაგან 2 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სროლა ქურთულ კულტურულ ცენტრთან მოხდა. პარიზის პოლიცია აცხადებს, რომ შესაძლოა თავდასხმა რასისტულ მოტივს ატარებდეს.

ადგილი, სადაც სროლა მოხდა პატარა მაღაზიებითა და კაფეებით არის გადატვირთული და ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. სროლა კი უშუალოდ ქურთულ კულტურულ ცენტრთან და იქვე ახლოს მდებარე ქურთულ კაფესთან მოხდა.

პოლიცია ამბობს, რომ მათ სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს, რომელიც 69 წლის მამაკაცია. სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს, ქურთული კულტურის ცენტრის წარმმადგენელი ხუან ელიბერგი განმარტავს, რომ „სამიზნე ქურთები იყვნენ“.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით. რაც შეეხება თავდამსხმელს ის წარსულშიც ნასამართლევია, პოლიციის ინფორმაციით მამაკაცი გასულ წელს მიგრანტთა ბანაკს დაესხა თავს. სააგენტო „როიტერი“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ეჭვმიტანილის ადვოკატთან კონტაქტზე გასვლა.

ჟურნალისტებთან საუბრისას თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლის შემდეგ ქურთული რესტორნის თანამშრომლები ტიროდნენ, ზუსტად რამდენი გასროლა მოხდა ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG