ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზი ფრანგი ჟურნალისტის მოკვლის გამოძიებას მოითხოვს


ორშაბათს, მას შემდეგ რაც უკრაინაში ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა, საფრანგეთმა გამოძიების ჩატარება მოითხოვ. ავტომანქანას, რომელიც სევეროდონეცკიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა და რომლითაც ჟურნალისტი მგზავრობდა, ჭურვი მოხვდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქეთრინ კოლონნამ, რომელიც ორშაბათს უკრაინაში იმყოფებოდა, თავის განცხადებაში თქვა: „საფრანგეთი მოითხოვს ამ დრამის გამოძიება, რაც შეიძლება სწრაფად და გამჭვირვალედ ჩატარდეს.“

32 წლის ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი, უკანასკნელია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოკლული ჟურნალისტებიდან. მისი დამსაქმებლის ცნობით, ის ფრანგული სატელევიზიო არხის, BFM-ის დავალებით უკრაინაში მეორე მივლინებაში იმყოფებოდა.

უკრაინის ლუჰანსკის რეგიონის გუბერნატორმა სერჰიი ჰაიდაიმ „ტელეგრამის“ შეტყობინებაში თქვა, რომ ჯავშნიან სატრანსპორტო მანქანას რუსული ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ჟურნალისტი მოკლა. მან თქვა, რომ დარტყმის შემდეგ ევაკუაცია შეჩერდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ფრედერიკის კოლეგებს და ოჯახს ყოველდღიური ვიდეო მიმართვის დროს მიუსამძიმრა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარის თხოვნაზე პასუხი ჯერ არ გაუცია. მოსკოვი არაერთხელ უარყოფდა ბრალდებებს, რომ უკრაინაში მისი ძალების სამიზნე სამოქალაქო მოსახლეობაა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ „ორმაგი დანაშაულია, სამიზნედ აქციო ჰუმანიტარული კოლონა და ჟურნალისტი.“

ხოლო პრეზიდენტმა მაკრონმა „ტვიტერზე“ შემდეგი განცხადება გააკეთა: „ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი უკრაინაში ომის რეალობის საჩვენებლად იმყოფებოდა. ჰუმანიტარული ავტობუსის ბორტზე სამოქალაქო პირებთან ერთად, რომლებიც იძულებულნი იყვნენ რუსულ ბომბებს გაქცეოდნენ, ის სასიკვდილოდ დაიჭრა.“

XS
SM
MD
LG