ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზი ტერორისტების სამიზნედ რჩება


საფრანგეთის პოლიციამ დედაქალაქის ცენტრში ბუნებრივი აირის 6 კონტეინერით სავსე მანქანის პოვნის შემდეგ, კიდევ ერთი წყვილი დააკავა. უნომრო მანქანა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მახლობლად მდებარე ბარის თანამშრომელმა კვირას შენიშნა და მაშინათვე პოლიციას შეატყობინა.

სამშაბათს, საფრანგეთის სამხრეთში ორი ადამიანი დააკავეს, რომლებიც რადიკალურად განწყობილ ისლამისტურ ჯგუფებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი. დაკავებულია და მიმდინარეობს მანქანის პატრონის დაკითხვაც, რომელზეც ანალოგიური ეჭვები აქვთ.

XS
SM
MD
LG