ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოციალური ქსელი მოვლენებს აქტიურად მისდევს


ბატაკლანის კაფე და საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორია, 14 ნოემბერი, 2015

სოციალური ქსელი კვლავ დიდ როლს თამაშობს პარიზში მომხდარ ტერორისტული თავდასხმებისა და შემდგომ პერიოდში.

ამ ჯერზე, ეს არამხოლოდ პასუხისმგებლობის აღების მიზნით მოხდა, როცა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო ტერაქტების მოწყობა მის წინააღმდეგ მიმდინარე ავია დარტყმებზე საპასუხოდ.

ტვიტერში, მაგალითად, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ერთერთი მხარდამჭერი სიხარულით შეხვდა სისხლისღვის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. მან, კერძოდ, ასეთი განცხადება გამოაქვეყნა: "პარიზი იწვის", შემდეგ # ნიშანი და ანალოგიური სიტყვები #Parisisburning.

აღსანიშნავია, რომ #Parisisburning ასევე გამოიყენება ტვიტერის იმ მომხმარებლის მიერ, რომლებიც დაზარალებულთა დახმარებას და მწუხარების გამოხატვას ცდილობენ.

ფეისბუკის სოციალურ ქსელში კი ახალი ღილაკი ამოქმედდა, რომელიც პარიზში მყოფ ადამიანებს საშუალებას აძლევს საკუთარი თავი "უსაფრთხოდ" მონიშნონ- safe.

XS
SM
MD
LG