ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი კვლევები კოვიდ19-ის შესახებ - ვირუსი შესაძლოა თავის ტვინში აღწევდეს 


პანდემიის დაწყებიდან სულ მალე ორი წელი შესრულდება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კი პანდემიური ვითარება დაბალი იმუნიზაციის პირობებში რთულდება. მეცნიერები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ და იკვლევენ ვირუსს და მის გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე. გაგაცნობთ სამი კვლევის ძირითად ასპექტებს.

მეტი ბავშვი დაობლდა

პანდემიის პირველი 14 თვის განმავლობაში დაახლოებით 1.5 მილიონმა ბავშვმა დაკარგა მისი აღმზრდელი, მშობლები, ბებია ბაბუა ან ისეთი ნათესავი, რომელიც მათ აღზრდას ეწეოდა. სამეცნიერო ჟურნალში „ლანცენტი“ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მეორე გარდაცვალება ნიშნავს, რომ ერთი ბავშვი აღმზრდელის გარეშე დარჩა.

სუზან ჰილსი, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონსტროლის ცენტრის რეაგირების ჯგუფის წევრია ამბობს, რომ ობლად დარჩენილ ბავშვთა რაოდენობა მსოფლიოში პანდემიის დროს გარდაცვლილი ადამიანების პარალელურად გაიზრდება. ჰილსი ამბობს, რომ ახლა ამ ბავშვებზე მზრუნველობა უნდა გაიზარდოს და სახელმწიფოებმა მათ წლების განმავლობაში უნდა აღმოუჩინონ დახმარება.

კოვიდ-19 შესაძლოა ადამიანის ტვინს აინფიცირებდეს

კვლევების შემდეგ მეცნიერები ამბობენ, რომ სავარაუდოდ კოვიდ19-ი ადამიანის ტვინში აღწევს და მას აინფიცირებს. კვლევა თავის ტვინზე კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩატარდა. მკვლევარები ამბობენ, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ნეირონებს აინფიცირებს - უჯრედებს, რომლებიც იღებენ და გზავნიან შეტყობინებებს სხეულში.

მეცნიერების ვარაუდით, ე.წ. ბუსტერი არ არის საჭირო "ფაიზერის" და "მოდერნას" ვაქცინების შემდეგ

მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ19-ის დელტა ვარიანტი სულ უფრო დომინანტი ხდება როგორც ამერიკაში, ასევე მსოფლიოში, მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და თქვეს, რომ ადამიანები, რომლებიც "ფაიზერით" და "მოდერნათი" აიცრნენ, არ საჭიროებენ მესამე დოზის ე.წ. ბუსტერის მიღებას.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ როგორც „მოდერნას“ ასევე „ფაიზერის“ ვაქცინები დელტა ვარიანტთან მიმართებაში ეფექტურია

Facebook Forum

XS
SM
MD
LG