ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინის ავტონომიის ჯანდაცვის მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ ღაზაში მომხდარ დაპირისპირებას კიდევ ერთი მამაკაცი ემსხვერპლა. მინისტრის თქმით, ის ისრაელის სამხედროების მიერ გასულ კვირას საპროტესტო აქციისას ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა.

პალესტინელთა წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაღუპულია, სულ მცირე, 17 ადამიანი, დემონსტრაციის ასობით მონაწილე კი შეტაკებებისას დაშავდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათმა სამხედროებმა ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ გახსნეს, რაც დემონსტრანტებმა სასაზღვრო ბარიკადების დაზიანება სცადეს და ქვები და ცეცხლწაკიდებული ყუმბარები ისროლეს. ისრაელის განცხადებითვე, მოკლულთა შორის 10 ტერორისტია, რომლებიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

პარასკევს მომხდარის მსგავსი სისხლიანი შეტაკებები ისრაელსა და პალესტინელებს შორის 2014 წლის შემდეგ არ მომხდარა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG