ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხვალ გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება


ხვალ გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება

უშიშროების საბჭოს მიზანი პალესტინის ადმინისტრაცის განაცხადის განხილვაა. პალესტინელები გაეროს წევრობას ითხოვენ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის - ლიბანის ელჩის ნავაფ სალამის განცხადებით, ნიუ-იორკში უკვე გაიმართა წინასწარი შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით. პალესტინის ელჩმა გაეროში რიად მანსურმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს რათა ასეთ მოკლე დროში შეძლეს უშიშროების საბჭოს მოწვევა.

„ჩვენ ყველამ ვიცით უშიშროების საბჭოში, რომ ეს არის გამოცდა, სადაც გარკვეული ქვეყნები უდიდეს ზეწოლას ახორციელებენ უშიშროების საბჭოს წევრებზე. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ საბჭოში ბევრი მეგობარი გვყავს, ჩვენ შორის ურთიერთობა სოლიდურია და ისინი მხარს უჭერენ პალესტინელ ხალხს,“ - განაცხადა პალესტინის ელჩმა.

XS
SM
MD
LG