ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ისრაელის ტრიბუნალი 17 წლის პალესტინელ გოგონას აჰედ თამიმს გაასამართლებს. ბრალდების მიხედვით, მან ორ ისრაელელ ჯარისკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დეკემბერში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ აჰედ თამიმი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე თავის სახლთან, ორ ისრაელელ ჯარისკაცს დაუპირისპირდა. ისრაელმა სამხედროები იქ პალესტინელების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციების პერიოდში ჩააყენა. აჰედმა ჯარისკაცებს ჯერ სილა გააწნა და შემდეგ ერთ-ერთს ფეხშიც ჩაარტყა.

17 წლის გოგო რამდენიმე დღეში დააკავეს და მას შემდეგ სამხედრო სასამართლოს ელოდება. აჰედ თამიმი პალესტინელებს და ისრაელელებს შორის მიმდინარე ხანგრძლივი დაპირისპირების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG