ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა 26 პალესტინელი გაათავისუფლა


პალესტინელთა პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა გათავისუფლებულთა ჯგუფი რამალაში მიიღეს

ორ მხარეს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა კიდევ 26 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, რომლებიც ისრაელის სამოქალაქო მოსახლეობაზე სასიკვდილო თავდასხმების გამო იხდიდნენ სასჯელს.

ღაზას სექტორში და დასავლეთ ნაპირზე მოსახლეობა გათავისუფლებულ პატიმრებს როგორც გმირებს, შეძახილებით და დროშების ფრიალით დახვდა.

პალესტინელთა პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა გათავისუფლებულთა ჯგუფი რამალაში მიიღეს, სადაც ბატონმა აბასმა პირობა დადო რომ მეტი პატიმრების გათავისუფლების ძალისხმევას მიმართავს.

„ჩვენ ხელს არ მოვაწერთ ისრაელთან საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულებას, სანამ ყველა პატიმარი არ გათავისუფლდება.“

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება, სადაც ისრაელსა და პალესტინელებს შორის საბოლოო სტატუსის შესახებ მოლაპარაკებების გეგმას შესთავაზებს.
XS
SM
MD
LG