ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში პოლიტიკოსი მოკლეს


ყარაჩიში ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერი დაიღუპა

პაკისტანში ახლახან ჩატარებულ არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული პარტიის ლიდერი, იმრან ხანი ამტკიცებს, რომ მისი თანამებრძოლი პოლიტიკურმა ოპონენტებმა მოკლეს. ზაჰრა შაჰიდ ჰუსეინს ყარაჩიში მიმდინარე განმეორებითი არჩევნების დროს ესროლეს.

ოფიციალური ვერსიით, ჰუსეინს საკუთარ სახლთან ორი ადამიანი მიუახლოვდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მას თავში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. პოლიტიკოსი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გასული კვირის არჩევნებზე პარტია, რომელსაც ზაჰრა ჰუსეინი ხელმძღვანელობდა, მესამე ადგილზე გავიდა.
XS
SM
MD
LG