ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანელ ექიმს ღალატისთვის 33 წელი მიესაჯა


პაკისტანელ ექიმს, რომელიც აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს ოსამა ბინ ლადენის აღმოჩენაში დაეხმარა, ღალატისთვის 33 წელი მიესაჯა. შაკილ აფრიდს ბრალდებად ყალბი ვაქცინაციის პროგრამის წარმოებაში ედება, რომლის დროსაც მან მოახერხა ოსამა ბინ ლადენისა და მისი ოჯახის წევრების დნმ-ის ნიმუშების აღება და იმის მტკიცებულების მოპოვება, რომ ბინ ლადენი პაკისტანის ქალაქ აბოთაბადში ერთ-ერთ სახლში იმალებოდა. შედეგად ჩატარდა სპეც. ოპერაცია, რომლის დოსაც ბინ ლადენი მოკლეს. თავისუფლების აღკვეთის გარდა შაკილ აფრიდის 3500$ -ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

XS
SM
MD
LG