ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში მსხვერპლია


პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა საცხოვრებელ სახლზე განახორციელა

ინდოეთის არმიის განცხადებით, პაკისტანელმა სამხედროებმა ქაშმირის რეგიონის საზღვართან მდებარე სოფელში სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

ინდოეთის სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა საცხოვრებელ სახლზე განახორციელა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. მესამე მოქალაქე - ქალბატონი მიღებული შოკისგან დაიღუპა.

პაკისტანის სამხედრო ძალებს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ინდოეთის არმიის განცხადებით, პაკისტანის არმია ინდოეთზე პროვოკაციულ თავდასხმებს 3 ოქტომბრის შემდეგ ახორციელებს.
XS
SM
MD
LG