ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ექიმები მოკლეს


ყარაჩიში და ფეშავარში პოლიომელიტის აცრებთან დაკავშირებით 6 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეწყვიტა პოლიომელიტის ვაქცინაციის კამპანია, მას შემდეგ რაც პაკისტანში ამ საქმეში ჩართული 8 ადამიანი მოკლეს.

პოლიციის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჩარსადაში ჯანდაცვის სამინისტროში მომუშავე ქალბატონი და მისი მძღოლი გამოასალმეს სიცოცხლეს. ფეშავართან კიდევ ერთი ადამიანი დაჭრეს.

ამ კვირის დასაწყისში ყარაჩიში და ფეშავარში პოლიომელიტის აცრებთან დაკავშირებით 6 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.
XS
SM
MD
LG