ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი ქრისტიანთა საპროტესტო აქციებმა მოიცვა


დაღუპულთა რაოდენობა ქრისტიანულ ტაძართან მომხდარ აფეთქებებში 81-ს აღწევს

ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ პაკისტანის ქრისტიანთა ისტორიულ ტაძართან მომხდარ ორ აფეთქებაში დაღუპულთა რაოდენობა 81-ს აღწევს. მათ რიცხვს დღეს 3 ადამიანი დაემატა. 120 დაშავებულიდან ჯერ კიდევ ბევრია კრიტიკულ მდგომარეობაში.

პაკისტანი ქვეყნის უმცირესობის, ქრისტიანი მოსახლეობის საპროტესტო აქციებმა მოიცვა. დღეს მათ გზების პიკეტირება დაიწყეს. ქრისტიანები გმობენ ძალადობას და ქვეყნის მთავრობას მათი უსაფრთხოების უკეთ დაცვისკენ მოუწოდებენ. იტალიაში, რომის პაპის წინამძღოლობით, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი დაღუპულთა სულებისთვის ერთობლივ ლოცვაში მონაწილეობდნენ.

აფეთქებები პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ პეშავარის ყველა წმინდანთა ტაძარში გუშინ მოხდა. იერიში პაკისტანის ქრისტიანი უმცირესობების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი აღმოჩნდა. დაღუპულთა შორის 34 ქალი, 7 ბავშვი და 2 მუსლიმი პოლიციის ოფიცერია, რომლებიც ტაძარს იცავდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.
XS
SM
MD
LG