ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში აფეთქება მოხდა


დაიღუპა სულ ცოტა შვიდი დაიღუპა და დაშავდა 15-ზე მეტი ადამიანი

სამხრეთ პაკისტანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სინდჰის უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეზე თავდასხმა განხორციელდა. ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა შვიდი და დაშავდა 15-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, მოსამართლეც.

ყარაჩის სამართალდამცავი მაღალჩინოსნების განცხადებით, ბომბი მოტოციკლეტზე იყო დამაგრებული და მაშინ აფეთქდა, როცა მოსამართლე მაქბულ ბაქირის ავტოკოლონამ გვერდით ჩაუარა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა აიღო საკუთარ თავზე.
XS
SM
MD
LG