ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი პაკისტანში


მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში შიიტების მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა.

პოლიციის განცხადებით, თავდამასხმელთა მცირე ჯგუფმა მუსლიმთა სამლოცველოს და სემინარს გაუხსნა ცეცხლი, მაშინ როდესაც ხალხი პარასკევის ლოცვებისთვის შეიკრიბა. რის შემდეგაც კამიკაძე ტერორისტი სამლოცველოში შეივდა და იქ აიფეთქა თავი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა ამ რაიონში ხშირად ხდება სუნიტი მუსლიმების შიიტებზე თავდასხმის ფაქტები.
XS
SM
MD
LG