ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში გატაცებული ბრიტანელი ექიმის გვამი იპოვეს


ოთხი თვის წინ გატაცებული ბრიტანელი ექიმის ცხედარი, რომელიც წითელ ჯვარში მუშაობდა პაკისტანის ქალაქ კვეტაში აღმოაჩინეს.

60 წლის ხალი რასედ დეილი წითელ ჯვარში ჯანდაცვის პროგრამებს ხელმძღვანელობდა.

წითელი ჯვრის დირექტორმა აღნიშნულ ფაქტს ბარბაროსული უწოდა. ანალოგიური შეფასება მისცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა უილიამ ჰააგმა.

ქალაქი კვეტა ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, სადაც წითელ ჯვრის სამედიცინო პუნქტებია გახსნილი.

XS
SM
MD
LG