ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება პაკისტანში


აფეთქება პაკისტანში
აფეთქება პაკისტანში

აფეთქება მოხდა პაკისტანში. ავღანეთის საზღვართან ბომბის აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და 37 დაიჭრა. ბოლო თვეების განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური ტერაქტია. ხელისუფლების ცნობით, დისტანციური პულტის ამოქმედების შედეგად დანაღმული სატვირთო მანქანა აფეთქდა. აფეთქება ავტობუსების გაჩერებასთან მოხდა. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თუმცა, ხელისუფლების ზოგიერთი წყაროს ცნობით, აფეთქების სამიზნე ზახახელის ტომი იყო, რომელმაც თალიბანთან საბრძოლველად ადგილობრივი პოლიციის ძალები ჩამოაყალიბა. 2007 წლიდან დღემდე ისლამისტმა მეამბოხეებმა, რომელთა ნაწილი ალ-ყაიდასთან არის დაკავშირებული, პროსამთავრობო ძალების წინააღმდეგ ასობით აფეთქება განახორციელეს.

XS
SM
MD
LG