პაკისტანის სამხრეთდასავლეთში, შეიარაღებულმა პირებმა იერიში მიიტანეს სამგზავრო ავტობუსზე, რომელშიც შიიტი მუსლიმები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 6 ადამიანი.
პოლიციის განცხადებით, ოთხი თავდამსხმელი მოტოციკლეტებიდან ჩაუსაფრდა ქალაქ კვეტას შემოგარენში გამავალ ავტობუსს და მგზავრებს გაუხსნა ცეცხლი.
თავდასხმაზე ჯერჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა.