ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში უკვე ერთი კვირაა პოლიტიკურ და ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებები გრძელდება. ქვეყნის უდიდეს ქალაქ ყარაჩიში დაღუპულთა რიცხვმა, უკვე 91-ს მიაღწია. ადგილზე დღეს გაემგზავრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გამართა. მისი თქმით, მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობაზეა პასუხისმგებელი, მკაცრი ზომები უნდა გატარდეს. ბოლო თვეებში ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების შედეგად, ყარაჩიში რამდენიმე ასეული ადამიანია გარდაცვლილი.

XS
SM
MD
LG