ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულმა "დრონმა" პაკისტანში ხუთი მეამბოხე მოკლა


ამერიკულმა "დრონმა" პაკისტანში ხუთი მეამბოხე მოკლა
ამერიკულმა "დრონმა" პაკისტანში ხუთი მეამბოხე მოკლა

პაკისტანის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით ამერიკულმა დრონმა ხუთი მეამბოხე მოკლა, რომელთა შორის პაკისტანში მოქმედი თალიბების ქსელის ერთერთი მაღალჩინოსანი-მაულვი ნაზირიც იყო.

პაკისტანის დაზვერვის განცხადებით, ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ჭურვები დღეს, ქალაქ აზამ ვარსაკში ჩამოაგდო.

პაკისტანიდან მიღებული ოფიციალური ცნობებით ინციდენტის შედეგად დაშავდა ორი მეამბოხე.

ნაზირი, სავარაუდოდ ერთერთი ყველაზე გავლენიანი საველე მეთაურია პაკისტანში. თალიბებთან დაკავშირებული მისი ჯგუფის წევრები, სავარაუდოდ, ხშირად კვეთდნენ ავღანეთის საზღვარს და ამერიკისა და ნატოს ჯარებზე მიქონდათ იერიში.

ამასთან, პაკისტანის მთავრობა ვარაუდობს, რომ მაულვი ნაზირის შეიარაღებული დაჯგუფება პაკისტანის სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის.

XS
SM
MD
LG