ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა ყარაჩის გავლენის სფეროებისთვის


ბრძოლა ყარაჩის გავლენის სფეროებისთვის

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით სულ ცოტა 39 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ყარაჩიში სხვადასხვა შეიარაღებულ ბანდებს შორის მიმდინარე შეტაკებების შედეგად.

ყარაჩის პოლიციის უფროსის განცხადების თანახმად 17 ადამიანი ოთხშაბათს მოკლეს, 22 კი დღეს მიმდინარე ბრძოლების დროს. დაღუპულთა შორისაა პაკისტანის სახალხო პარტიის წარმომადგენელი და ყოფილი პარლამენტარი ვაჯა ქარიმ დადი.

ხელისუფლების ინფორმაციით დაღუპულებს სხეულზე წამების კვალი აღენიშნებოდათ. ხელისუფლება ამ არეულობის ორგანიზებას კრიმინალურ დაჯგუფებებს აბრალებს.

ყარაჩი პაკისტანის სამხრეთში მდებარე 18 მილიონიანი საპორტო ქალაქია, რომელშიც გავლენის სფეროებისთვის ურდუს ენაზე მოლაპარაკე ადგილობრივი მოსახლეობა და მთებიდან ჩამოსული პაშტუნები ებრძვიან ერთმანეთს.

XS
SM
MD
LG