პაკისტანის ვაზირისტანის რაიონში პარტიზანებმა პაკისტანის არმიის ხუთი ჯარისკაცი მოკლეს.
პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით პარტიზანებმა ორი კაცი მოკლეს ხიბერის რაიონში ნატოს სატვირთო კოლონაზე თავდასხმის დროს.
თავდამსხმელებმა მძღოლის და მისი თანაშემწის მკვლელობის შემდეგ ცეცეხლი წაუკიდეს მანქანას. ამის შემდეგ სატვირთო მანქანების სხვა მძღოლებმა საპროტესტო მიტინგი ჩაატარეს და შეწყვიტეს მძღოლად მუშაობა.
ნატოს სამხედრო კოლონებზე თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდა, როდესაც პაკისტანის ხელისუფლებამ თავად გადაკეტა ავღანეთთან დამაკავშირებელი უმთავრესი მაგისტრალი, მას შემდეგ რაც ნატოს ავიაციამ პაკისტანელი სამხედროები დაბომბა.