ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა პაკისტანში


პაკისტანში პოლიომელიტის ვაქცინაციის ჯგუფებზე თავდასხმები ხშირია

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის ოფიცერი მოკლეს, რომელიც პოლიომელიტის ვაქცინაციის ჯგუფს აცილებდა. აღსანიშნავია, რომ პაკისტანში პოლიომელიტის ვაქცინაციის ჯგუფებზე თავდასხმები ხშირი შემთხვევაა. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის დროს მედიკოსთაგან არავინ დაშავებულა. მედიკოსები ამ რაიონში კარდაკარ დადიოდნენ და მოსახლეობას ვირუსის საწინააღმდეგო აცრებს უტარებდნენ. გასული წლის დეკემბერში შეიარაღებულმა პირებმა ცხრა მედიკოსი მოკლეს, რომლებიც ასევე ჩართული იყვნენ პოლიომელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თუმცა, ადრე თალიბანმა ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე მედიკოსებს ჯაშუშები უწოდა.
XS
SM
MD
LG