ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრემიერი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოსტს ტოვებს


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა თანამდებობადაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. მისი დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება დღეს პაკისტნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა კი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდანვე მალევე თქვა, რომ შარიფი შეასრულებს მოთხოვნას, „მიუხედავად მისი სერიოზული შენიშვნებისა და პირობებისა“ და უარს ამბობს პოსტზე და ტოვებს ოფისს.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა არ გაამჟღავნა მისი უცხოური შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია 2013 წლის არჩევნების წინ შევსებულ დოკუმენტებში. და მისი დამტკიცება ყალბ დეკლარაციას ეფუძნებოდა. ამავე განცხადების თანახმად, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ვალდებულია კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა საჭირო ზომა მიიღოს, რათა პროცესის დემოკრატიული გაგრძელება უზრუნველყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG