ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუშარაფი ბრალდებას უარყოფს


ყოფილი პრემიერ მინისტრი ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის საქმეში თანამონაწილეობის გამო შინა პატიმრობაში იმყოფება

პაკისტანის ანტი-ტერორისტულმა სასამართლომ პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი ყოფილი პრემიერ მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის საქმეში თანამონაწილეობის გამო შინა პატიმრობაში 30 აპრილამდე დატოვა.
დღეს, რავალპინდში მდებარე სასამართლომ ყოფილი სამხედრო ლიდერის დაკავების ბრძანება გასცა. მუშარაფი სასამართლოს დარბაზში გაძლიერებული დაცვის ქვეშ გამოჩნდა.
მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს შორის არის ბჰუტოს მკვლელობამდე არაადეკვატური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა. მუშარაფი ამ ბრალდებას უარყოფს. ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის საქმეში ჯერჯერობით არავინ გაუსამართლებიათ ან დაუპატიმრებიათ.
XS
SM
MD
LG