ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანმა "მე ვარ მალალა" აკრძალა


Malala Yousafzai gives a copy of her book "I am Malala", to Britain's Queen Elizabeth during a Reception for youth, education and the Commonwealth at Buckingham Palace in London October 18, 2013.
Malala Yousafzai gives a copy of her book "I am Malala", to Britain's Queen Elizabeth during a Reception for youth, education and the Commonwealth at Buckingham Palace in London October 18, 2013.

პაკისტანში თალიბანის ლიდერის ჰაკიმულა მესჰუდის მოკვლას უფრო განიცდიან, ვიდრე მალალას წიგნის აკრძალვას

პაკისტანის კერძო სკოლებმა სასკოლო ბიბლიოთეკებში მალალა იუსაფზაის წიგნი აკრძალეს. მათი მტკიცებით, წიგნში ისლამის უპატივცემულობა იგრძნობა და მისი თინეიჯერი ავტორი მას დასავლეთის პროპაგანდად იყენებს და ეროვნული ღირსებებს არცხვენს. ეიზ გული ისლამაბადიდან ამ აკრძალვის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებზე მოგვითხრობს, რომლებიც ამტკიცებენ რომ ასეთი დამოკიდებულება პაკისტანში რელიგიური ექსტრემიზმის და შეუწყნარებლობის გაზრდას გამოიწვევს.

პაკისტანის საგანმანათლებლო საკითხების აქტივისტის, მალალა იუსაფზაის მემუარები სახელწოდებით „მე ვარ მალალა“ ოქტომბერში გამოიცა. წიგნის თანაავტორი ბრიტანელი ჟურნალისტი ქრისტინა ლემია.

ეს წიგნი მსოფლიოს ბესტსელერად იქცა, თუმცა თავად პაკისტანში მას მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან მძაფრი შეფასებები მოჰყვა. კერძო სკოლების ხელმძღვანელებმა საკუთარ მოსწავლეებს ამ წიგნის წაკითხვა აუკრძალეს.
ებიდ ჯავედანი პაკისტანში მოქმედი გაერთიანებული კერძო სკოლების ასოციაციის მენეჯერია. ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით 40 000 ელიტურ სკოლას მოიცავს. ის მალალას წიგნის აკრძალვის გადაწყვეტილების მომხრეა.

ებიდ ჯავედანი: მალალას ასაკის ადამიანისთვის ასეთი წიგნის დაწერა შესაძლებლობის ფარგლებში არ ჯდება. მაგალითისთვის, აჰმადის მიმდევრები პაკისტანში ურწმუნოებად არიან მიჩნეული, სინამდვილეში კი ასეთი მოძრაობა ქვეყანაში არ არსებობს. მალალა დამოუკიდებლად ამ წიგნს ვერ დაწერდა და ეს ნაწარმოები დასავლური ღირებულებების მქონე პირის დაწერილია, რომელიც ამ შემთხვევაში მალალას სახელს იყენებს.

ის ამბობს, რომ პაკისტანის განათლების სისტემის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ მალალას მემუარები პაკისტანის კერძო და სახელმწიფო სკოლების სასწავლო პროგრამაში არ შევა.

ისლამური პარტიების ზეწოლის შედეგად, 1970 წელს აჰმადის თემი, რომელიც უმცირესობაშია არა-მუსლიმანებად შერაცხეს. თავის წიგნში მალალა იმ ფაქტის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც აჰმადის მიმდევრები ამბობენ, რომ ისინი მუსლიმანები არიან, თუმცა ადგილობრივი კანონმდებლობა მათ ამის ღიად დაფიქსირების უფლებას არ აძლევს.

ჯავედანი და მის მსგავსად სხვებიც აღნიშნავენ, რომ მალალა წიგნში წინასწარმეტყველ მუჰამედის სახელს სავალდებულო წინსართის გარეშე იხსენიებს, რომელიც იშიფრება როგორც „მშვიდობა მას“. ეს კი მუსულმანურ სახელმწიფოებში აუცილებელ პირობად ითვლება.

თუმცა უფლებათა დამცველები, ისლამაბადის პრესტიჟული ქუიდიზემის უნივერსიტეტის პროფესორი, პერვეზ ჰუდბოი ამბობს, რომ პრო-თალიბანური მიდგომა, რომლის ელემენტები საზოგადოებაში არსებობს, მიზანმიმართულად მუშაობს იმისთვის, რომ მალალას პროპაგანდა საგანმანათლებლო უფლებების დაცვის შესახებ დაკნინდეს.

პერვეზ ჰუდბოი: ავტორი მის წიგნში არ წერს, რომ აჰმადის მიმდევრები მუსლიმები არიან. ის მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები უბრალოდ იდევნებიან, რაც უდავოდ ფაქტია. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ აჰმადის მიმდევრები, მათ შორის ვინც ამჟამად პაკისტანში იდევნება, დღესდღეობით ყველაზე მეტად იზღუდებიან.

პროფესორი ჰუდბოი ასევე აღნიშნავს, რომ მალალას ამჟამად არასამართლიანად ადანაშაულებენ ბრიტანელი ავტორის, სალმან რუშდის დაცვისთვის, რომელმაც ბევრ მუსლიმში თავისი წიგნის „სატანის სტროფების“ გამო აღშფოთება გამოიწვია.

პერვეზ ჰუდბოი: ის ფაქტი, რომ სალმან რუშდი პაკისტანში აიკრძალა და ის ფაქტიურად გააცამტვერეს, პაკისტანის შეუწყნარებლობაზე და ექსტრემიზმზე უსვამს ხაზს, რომელიც პაკისტანურ კულტურას ახასიათებს.

მალალა თავისი კამპანიით თალიბანის წინააღმდეგ ილაშქრებს, რომელიც განათლების უფლებას ართმევს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს პაკისტანში. ის თავის მშობლიურ რაიონში სვატში 2009 წელს განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ რეგიონიდან შესულმა ისლამისტებმა დაიპყრეს. მალალამ საერთაშორისო ყურადღება გასული წლიდან მიიპყრო, როდესაც სკოლიდან მიმავალ გოგონას გზად შეიარაღებული პირები დახვდნენ და მოკვლა დაუპირეს.

დაჭრილი მალალა პაკისტანის ხელისუფლების დახმარებით დიდ ბრიტანეთში გადაიყვანეს, სადაც მას უმკურნალეს და ახლა ის თავის ოჯახთან ერთად იქ ცხოვრობს.

პროფესორი ჰუდბოი ამბობს, რომ კონსპირაციული თეორიები, რომელიც მალალას ისტორიას თან სდევს, საგანგაშო მტკიცებულებაა იმის, თუ რამხელა გავლენა აქვს თალიბანს რეგიონში, და ხალხში, რომელიც ფიქრობს თუ როგორ განვითარდა თალიბანი პაკისტანში.

პერვეზ ჰუდბოი: ეს პატარა გოგონა რომელიც ახლა წესით გმირის მანტიას უნდა ატარებდეს პაკისტანში, ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის პატივისცემას და მხარდაჭერას იმსახურებს. მაშინ როდესაც, მასიურ მკვლელს, პაკისტანელების მტერს, ლიკვიდირებულ, ჰაკიმულა მესჰუდს წამებულად აცხადებენ.

მესჰუდის სახელს, რომელიც პაკისტანის თალიბანის ორგანიზაციის ლიდერი იყო, ათასობით პაკისტანელის მკვლელობა უკავშირდება. გასულ კვირას ამერიკულმა დრონებმა ის პაკისტანის ჩრდილოეთით მდებარე ვაზირისტანის პროვინციაში მანქანით გადაადგილების დროს რაკეტით გაანადგურეს. თალიბანმა ახალ ლიდერად მულა ფაზბულა აირჩია, რომელიც მალალაზე თავდასხმის ინციდენტს ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG