ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა ინდოეთის და პაკისტანის ლიდერებს შორის


პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი მომავალ კვირას ინდოეთში იმოგზაურებს და ქვეყნის პრემიერ მინისტრს მანმოჰან სინგს შეხვდება.

8 აპრილის შეხვედრა ინდოეთის და პაკისტანის ლიდერებს შორის პირველი უმაღლესი დონის შეხვედრა იქნება 2005 წლის შემდეგ.

გასულ ნოემბერს, პაკისტანის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა წინადადებათა ახალი პაკეტი, რომლის თანახმად ინდოეთს ყველაზე პრივილიგირებული სავაჭრო პარტნიორის სტატუსი მიენიჭა, რაც ორ ქვეყანას ტარიფების გარეშე, პარიტეტული პირობების დაცვით ვაჭრობის საშუალებას აძლევს.

ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა მთელი სამხრეთ აზიის სტაბილობის გარანტია. ინდოეთმა და პაკისტანმა 1947 წლის შემდეგ სამი ომი აწარმოეს ერთმანეთის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG