ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა პაკისტანში


.
.

თავდასხმის სამიზნე ტომის ბელადი მალიკ ჰაბიბულა ხანი იყო

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში თალიბანის ერთ-ერთ ლიდერის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 10 ზე მეტი ადამიანი.

თავდასხმის სამიზნე ტომის ბელადი მალიკ ჰაბიბულა ხანი იყო, რომელიც პაკისტანის მათავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკების მომხრეა. ინციდენტი ქალაქი დოაბაში მოდხა, რომელიც ისლამაბადიდან 190 კილომეტრში მდებარეობს.

ხანი იმ მანქანაში არ იმყოფებოდა, რომელიც თავდასხმის შედეგად აფეთქდა. თუმცა, დაიღუპნენ მისი დაცვის წევრები და უდანაშაულო გამვლელები, რომლებიც იმ დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ.

პაკისტანის პრემიერ მინისტრმა ნავაზ შარიფმა თავდასხმა დაგმო.
XS
SM
MD
LG