ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში თალიბთა შეტევა მოგერიებულია


პაკისტანში თალიბთა შეტევა მოგერიებულია

პაკისტანის სამთავრობო ძალებმა თალიბანთან 17 საათიანი ბრძოლების შემდეგ საზღვაო ბაზაზე კონტროლი დაიბრუნეს. ამის შესახებ სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიციალური პირები იუწყებიან. ყარაჩის სამხედრო ბაზაზე თალიბანის მებრძოლების შეტევა კვირას განხორციელდა, რის შედეგადაც უშიშროების 12 ოფიცერი მოკლეს და 14 სამხედრო დაჭრეს. თავდახმის შედეგად ასევე განადგურდა ერთი საზღვაო ავიამზიდი. თავმდასხმელებს შორის მსხვერპლის რაოდენობა უცნობია. პოლიციის განცხადებით, თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ მრავალი სამხედრო პირი ჩაერთო. სამართალდამცავების ინფორმაციით, შეტევაში 15-დან 20-მდე თალიბი მებრძოლი მონაწილეობდა. ისინი შაშხანებით და ხელყუმბარებით იყვნენ შეიარაღებულები. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა რეჰმან მალიკმა:

„ალ-ყაიდამ და თალიბანმა ადრევე განაცხადეს, რომ ისინი პაკისტანის შეიარაღებულ ძალებზე მიიტანდნენ იერიშს და ეს იყო მათი პირველი აქტი და ეს მოხდა იმიტომ, რომ როგორც ისინი ამბობენ, პაკისტანი არის ომში ჩართული, პაკისტანი მსხვერპლია და პაკისტანი იტანჯება. “

თალიბანის წარმომადგენლის განცხადებით, მათი შეტევა ეს იყო შურისძიების აქტი „ალ-ყაიდას“ ლიდერის ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის გამო, რომლის ლიკვიდაციაც ამერიკის სპეცრაზმის მიერ ამ თვის დასაწყისში პაკისტანში განხორციელდა.

XS
SM
MD
LG