პაკისტანის არმიის სარდლობის განცხადებით, ისლამაბადი გადახედავს ვაშინგტონთან მომავალი თანამშრომლობის საკითხს თუ მათ ტერიტორიაზე კვლავ განხორციელდება მსგავსი სპეცოპერაციები. ეს განცხადება მოჰყვა პაკისტანის საგარეო უწყების მდივანის სალმან ბაშირის გამოსვლას, რომელიც პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის დაცვას ცდილობდა. ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპრეაციის შემდეგ ეს პაკისტანელი სამხედრო ოფიციალური პირების პირველი განცხადებაა, სადაც ისინი აფრთხილებენ ამერიკელ კოლეგებს თავი შეიკავონ მათ ქვეყანაში მსაგავსი რეიდებისგან და ამასთან სამხედრო პერსონალის მინიმუმადე დაყვანის საკითხიც წამოაყენეს.