ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი ქაბულის თალიბებთან ურთიერთობას აკრიტიკებს


პაკისტანი ქაბულის თალიბებთან ურთიერთობას აკრიტიკებს

პაკისტანი აცხადებს, რომ ქაბულის მხრიდან წარმოუდგენელია იმის მოთხოვნა, რომ თალიბების მხარე მოლაპარაკებებზე დაჯგუფების ლიდერმა მულა ომარმა წარმოადგინოს.

პაკისტანის განცხადებით, ავღანეთის მთავრობას ქვეყნაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მიზნით თალიბებთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში არარეალისტური მიდგომა აქვს. დღემდე გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებს შედეგი ჯერ არ მოუტანია.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰინა რაბანი ხანი ამბობს, რომ ქაბულის მხრიდან წარმოუდგენელია იმის მოთხოვნა, რომ თალიბების მხარე მოლაპარაკებებზე დაჯგუფების ლიდერმა მულა ომარმა წარმოადგინოს.

მისივე თქმით, „თუ რომელიმე მხარეს არა რეალური და მიუღწეველი მიზანი ექნება დასახული, წარმოუდგენელია რაიმე დადებითი შედეგის მიღება.“

საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება პაკისტანისა და ავღანეთის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

XS
SM
MD
LG