ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-რუსეთის კოსმოსური მისია


ამერიკელი ასტრონავტი და რუსი კოსმონავტი 2015 წელს რუსული რაკეტა „სოიუზით" ორბიტარულ ლაბორატორიაზე გაფრინდებიან

შეერთებული შტატების და რუსეთის კოსმოსურმა სააგენტოებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთწლიანი მისიისთვის ორი ადამიანი შეარჩიეს. ასტრონავტი სკოტ კელი და კოსმონავტი მიხაილ კორნიენკო 2015 წელს რუსული რაკეტა „სოიუზით" ორბიტარულ ლაბორატორიაზე 12 თვით გაფრინდებიან.

ასტრონავტები მისიის დროს მეცნიერულ მონაცემთა ბაზას შეაგროვებენ და უწონადობასთან ადამიანის რეაქციას და შემგუებლობას შეისწავლიან. მოპოვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება ხანგრძლივი მისიების დროს, მთვარის, ასტეროიდების და მარსის დალაშქვრისას.

კოსმოსური ჯგუფები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ძირითადად ექვსი თვეზე მეტხანს არ რჩებიან. ასტორნავტებზე ხანგრძლივი მისიების დროს გრავიტაცია ძვლების, კუნთების და მხედველობის ორგანოებზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. ერთწლიანი მისია მეცნიერებს საშუალებას მისცემს ამ ზეგავლენის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეაგროვონ.
XS
SM
MD
LG