7 მაისს, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს ვირტუალურ შეხვედრაზე, აშშ-ის ელჩმა ეუთოში, ჯეიმს გილმორმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აფასებს მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალებისა და ხალხის მიერ გაღებულ უდიდეს მსხვერპლს. ამავე დროს, ელჩ გილმორის თქმით, უნდა გვახსოდეს, რომ ფაშისტური გერმანიის დამარცხებით, აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ერმა ვერ მოიპოვა თავისუფლება და მომდევნო 50 წელი საბჭოთა ჩაგვრის უღელქვეშ გაატარა.
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე მსოფლიო ომი 1939 წელს დაიწყო, როდესაც სტალინმა და ჰიტლერმა სამოკავშირეო პაქტით აღმოსავლეთი ევროპა საბჭოთა და გერმანიის გავლენის ზონებად დაჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პოლონელ მეგობრებს ეს ფაქტი ერთი წამითაც არ ავიწყდებათ," განაცხადა გილმორმა.
აშშ-ის ელჩის თქმით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ისტორიის გამიზნული გადაწერა, რომლითაც საკუთარი იმიჯის განდიდებას ცდილობს: "რუსეთის მიერ ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ აშშ ევროპელი პარტნიორების გვერდით დგას."
Facebook Forum