ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო სარედაქციო დამოუკიდებლობის პატივისცემისკენ მოუწოდებს


დუნია მიატოვიჩმა, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების დარგში, დღეს განცხადება „რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი-2“-ის მენეჯმენტში შესატან ცვლილებებზე პრესის თავისუფლებისთვის და წამყვანი მედია-საშუალების სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველია. საუბარია 5 ნოემბერს ტელეკომპანიაში დროებითი მენეჯერების დანიშნვის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე.

„სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღება რედაქციებში უნდა ხდებოდეს და არა სასამართლოს დარბაზში. სასამართლოების მცდელობა უკანონო გავლენა მოახდინოს მედია-საშუალების სარედაქციო პოლიტიკაზე სხვა არაფერია, თუ არა კანონის უზენაესობის და საზოგადოების დემოკრატიული ფუნდამენტების ბოროტად გამოყენება“ - ნათქვამია ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში. დუნია მიატოვიჩი მოსამართლეებს „რუსთავი-2“-ის უფლებების და სარედაქციო დამოუკიდებლობის პატივისცემისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG