ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველად "ოსკარების" ისტორიაში, საუკეთესო ფილმის ჯილდო უცხოურმა ფილმმა მოიპოვა


ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, "ოსკარების" 2020 წლის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში, ისტორიაში პირველად უცხოენოვანმა ფილმმა გაიმარჯვა. საუკეთესო კინოსურათის ჯილდო სამრეთ კორეულმა ფილმმა "პარაზიტი" მოიპოვა. "პარაზიტმა" ასევე გაიმარჯვა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის, საუკეთესო ორიგინალური სცენარის და საუკეთესო რეჟისურის კატეგორიებში. რეჟისურისთვის ჯილდო ბონგ ჯუნ-ჰოს ერგო.

"ამერიკის ხმა" გთავაზობთ ნომინანტების და გამარჯვებულების სიას მთავარ კატეგორიებში. გამარჯვებული მუქადაა აღნიშნული.

საუკეთესო ფილმი:

  • „1917“
  • „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“
  • „ირლანდიელი“
  • „ბოცვერი ჯოჯო“
  • „პატარა ქალი“
  • „ქორწინების ისტორია“
  • „ერთხელ ჰოლივუდში“
  • „პარაზიტი“

ტოდ ფილიფსის ფილმი, „ჯოკერი“ 11 კატეგორიაში იყო ნომინირებული. ხოაკინ ფენიქსმა, რომელიც ფილში მთავარ როლს ასრულებს, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო მოიპოვა.

საუკეთესო ქალი მსახიობი:

  • სინტია ერივო ("ჰარიეტი")
  • სკარლეტ იოჰანსონი ("ქორწინების ისტორია")
  • საორსე რონანი ("პატარა ქალი")
  • შარლიზ თერონი ("სკანდალი")
  • რენე ზელვეგერი ("ჯუდი")

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი:

  • ანტონიო ბანდერასი ("ტკივილი და დიდება")
  • ლეონარდო დიკაპრიო ("ერთხელ ჰოლივუდში")
  • ადამ დრაივერი ("ქორწინების ისტორია")
  • ხოაკინ ფენიქსი ("ჯოკერი")
  • ჯონათან პრაისი ("ორი პაპი")

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი:

  • „ქრისტეს სხეული“ - პოლონეთი
  • „თაფლის მიწა“ - ჩრდილოეთ მაკედონია
  • „განკიცხულნი“ - საფრანგეთი
  • „ტკივილი და დიდება“ - ესპანეთი
  • „პარაზიტი“ - სამხრეთ კორეა

წელს, მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ისეთი მსახიობები იბრძოდნენ, როგორიცაა ბრედ პიტი ("ერთხელ ჰოლივუდში"), ალ პაჩინო („ირლანდიელი“), ენტონი ჰოპკინსი ("ორი პაპი"), ტომ ჰენკსი („ლამაზი დღე სამეზობლოში”) და ჯო პეში („ირლანდიელი“). ამ კატეგორიაში ჯილდო ბრეტ პიტმა მოიპოვა.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში ლაურა დერნმა გაიმარჯვა ფილმისთვის "ქორწინების ისტორია".

საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო კი "ამერიკულ ქარხანას" ხვდა წილად. ფილმის რეჟისორები ჯულია რეიჩერტი და სტივ ბოგნარი იყვნენ. მათი ფილმი ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას და მისი მეუღლის, მიშელ ობამას საპროდიუსერო კომპანიის დახმარებით იქნა გადაღებული.

"ოსკარების" 92-ე დაჯილდოება 9 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG