ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება ორეგონის შტატში


გუშინ, ამერიკის ორეგონის შტატში ანტი-სამთავრობო აქტივისტებმა ნაკრძალი დაიკავეს.

ადგილობრივი ფერმერების მხარწამჭერი პატარა ჯგუფის მიერ დაწყებული სამშვიდობო პროტესტი ოთხდღიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქტივისტები ახლა ფედერალური მთავრობის მიერ მიწის მართვას აპროტესტებენ. აქტივისტების ჯგუფი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების უვადოდ გაგრძელებას აპირებს.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების ჯგუფი, მათ შორის არიან გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფიცრები, თუმცა მათ აქამდე მოქმედება არ დაუწყიათ.

თეთრი სახლის სპიკერი აცხადებს, რომ საქმეზე ინფორმირებულია პრეზიდენტი ობამა და მას ვითარების მშვიდობიანი მოგვარების იმედი აქვს.

XS
SM
MD
LG