ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში, მაიკ პომპეომ ვიზიტი დაასრულა


18 ნოემბრის პროტესტი თბილისში
18 ნოემბრის პროტესტი თბილისში

ოპოზიციამ საქართველოში პროტესტის დღის წესრიგი მაიკ პომპეოს ვიზიტის შესაბამისად გადააწყო. მოლოდინი იმისა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ვისი საქართველოში სტუმრობაც სიურპრიზი აღმოჩნდა, ოპოზიციას შეხვდებოდა, მაღალი გახლდათ. ამის თაობაზე თავად ოპოზიციის ლიდერებმა ისაუბრეს "ამერიკის ხმასთან." ეს სწორედ იმ დღეს მოხდა, როდესაც პარლამენტის წინ აქციაზე პომპეოს ვიზიტის პარალელურად, საპროტესტო ჯაჭვი დაანონსდა. 14 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ დაადასტურა, რომ დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, მაღალი რანგის დასავლელი ლიდერები, ვიზიტის ფარგლებში, ყოველთვის ხვდებიან საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლებს. ამიტომაც, მოლოდინი იმის თაობაზე, რომ აშშ სახელმწიფო მდივანი ოპოზიციას შეხვდებოდა, არსებობდა.

18 ნოემბრის პროტესტი თბილისში
18 ნოემბრის პროტესტი თბილისში

„ახლა გაჟღერდა, რომ მაიკ პომპეო აპირებს შეხვდეს საზოგადოების წარმომადგენლებს, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა დღის წესრიგში. მე ვამბობდი კიდევაც, რომ წარმოუდგენელია, ასეთ ვითარებაში საქართველოში მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ჩამოვიდეს და უღალატოს იმ ტრადიციას, რომელიც დამკვიდრებულია ჩვენს ქვეყანაში. არასდროს ყოფილა, რომ სახელმწიფო მდივანი ან ვიცე-პრეზიდენტი ჩამოსულიყოს და ოპოზიციას არ შეხვედროდეს. მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როდესაც, თავად გამყალბებელი ცესკოს მიერაც კი აღიარებულია, რომ ოპოზიციამ საქართველოში ხმათა 52 პროცენტი მიიღო. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ მან არ მოინდომოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ ოპოზიციასთან შეხვედრა. მით უმეტეს, რომ აშშ საელჩოა ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იმ მოლაპარაკებებისა, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაიწყო,“- ამბობდა გია ბარამიძე.

ოპოზიცია პომპეოს ვიზიტის მოლოდინის თაობაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:24 0:00

ამავდროულად, ოპოზიციას, ისევე როგორც ხელისუფლებას საქართველოში კარგად აქვს გაცნობიერებული ის საგარეო კონტექსტი, თუ რა ვითარებაში ხორციელდება აშშ სახელმწიფო მდივნის ტურნე. ერთი კვირის განმავლობაში, მაიკ პომპეომ 6 ქვეყანა უნდა მოიაროს. ის უკვე იყო საფრანგეთსა და თურქეთში, რასაც საქართველოში ვიზიტი მოჰყვა. საქართველოდან სახელმწიფო მდივანი ისრაელში გაფრინდა, რაც ყატარში, გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში ვიზიტებით უნდა გაგრძელდეს.

18 ნოემბრის პროტესტი თბილისში
18 ნოემბრის პროტესტი თბილისში

ოპოზიცია საქართველოში ბოიკოტირების რეჟიმშია საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. მათ სურდათ სტუმრად მყოფი აშშ სახელმწიფო მდივნისთვის საკუთარი პროტესტის მიზეზები აეხსნათ. ვითარებაში, როდესაც უშუალო შეხვედრა და დარღვევებზე საუბარი არ ჩაინიშნა, ოპოზიციამ ეფექტიანი ვიზუალური საპროტესტო აქტივობები დაგეგმა. ოპერიდან რესპუბლიკის მოედნამდე და შემდეგ, მელიქიშვილის ქუჩამდე მოეწყო მდუმარე მსვლელობა პოსტერებითა და პლაკატებით. მათზე დატანილი მესიჯები ერთის მხრივ საქართველო-აშშ-ს შორის მტკიცე კავშირსა და მეგობრობას უსვამდა ხაზს, მეორეს მხრივ კი წარმოაჩენდა იმ სულისკვეთებას, რითაც არჩევნების შემდგომ საპროტესტო ტალღაა გაჟღენთილი: არჩევნები გაყალბდა!

18 ნოემბრის პროტესტი თბილისში
18 ნოემბრის პროტესტი თბილისში

ოპერიდან მელიქიშვილის გამზირამდე საპროტესტოდ გამოსული მოქალაქეები ცოცხალ ჯაჭვში იდგნენ მდუმარედ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. ამ ჩამონათვალში ოპოზიციის არარსებობას ნიშნის მოგებით გაუსვა ხაზი ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების წარმომადგენელმა და ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ: „ძალიან ნიშანდობლივია, რომ პომპეო არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული.. საქართველოში იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი არ არის, ვინც რუსულ საქმეს აკეთებს. ასეთი პარტიების ადგილი არ არის აშშ სახელმწიფო მდივანთან“.

18 ნოემბრის პროტესტი თბილისში
18 ნოემბრის პროტესტი თბილისში

იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სია, ვინც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა, ასეთია: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, უფლებები საქართველო და ამერიკის სავაჭრო პალატა. ნინო ევგენიძემ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო კანონის უზენაესობის, სასამართლო ხელისუფლების, დემოკრატიზაციისა და არაფორმალური მმართველობის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს.

18 ნოემბრის პროტესტი თბილისში
18 ნოემბრის პროტესტი თბილისში

18 ნოემბერს, შუადღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა საერთო შთაბეჭდილების თანახმად, რომელსაც შეხვედრაზე მყოფი პარტიების წარმომადგენლები აფიქსირებენ, შესაძლოა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომუნიკაციის ახალი ეტაპი ვიხილოთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG