ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენაში ნავთობის ფასების გაზრდაზე მსჯელობენ


დღეს ოპეკის მორიგ შეხვედრაზე გადაწყდება, ნავთობზე ფასების გაზრდის მიზნით, შემცირდება თუ არა მისი წარმოება. ნავთობის ექსპორტიორი 12 ქვეყნის ენერგომინისტრები დღეს შეხვედრას ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მართავენ. ბაზრის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოპეკი პროდუქციის წარმოების არსებულ დონეს შეინარჩუნებს.

2014 წლის პიკის შემდეგ, ნავთობზე ფასები 60-ზე მეტი პროცენტით დავარდა. სიტუაცია მომავალი წლიდან რამდენადმე შეიცვლება, ვინაიდან ირანზე სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება ძალაში სწორედ შემდეგი წლიდან შედის. თეირანი აცხადებს, რომ ექსპორტს სანქციებამდე არსებული მოცულობით აღადგენს. ირანი საუდის არაბეთის შემდეგ, ორგანიზაციის მეორე ყველაზე დიდი ნავთობმწარმოებელი იყო. მთლიანად, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია მსოფლიოს ნავთობწარმოების ერთ მესამედს უზრუნველყოფს.

XS
SM
MD
LG