ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პერუში 7-ბალიანმა მიწისძვრამ 200-მდე სახლი დაანგრია


შვიდბალიან მიწისძვრას პერუში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 60 კი დაშავდა. ბიძგების შედეგად დაინგრა 171 სახლი და 700-ზე მეტ ოჯახს ზიანი უშუალოდ მიადგა.

მიწისძვრის ეპიცენტრი პერუს დედაქალაქ ლიმადან 560 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ათეულობით ოჯახი ახლა კარვებში იმყოფება. ქვეყნის პრეზიდენტმა სტიქიით დაზარალებულ სანაპიროს გადაუფრინა და გაანცხადა, რომ მოსახლეობას ყველა შესაბამისი დახმარება მიეწოდება.

მიწისძვრამ დააზარალა ის ადგილებიც, სადაც დღეს რომის პაპი უნდა ჩავიდეს, თუმცა ოფიციალურ პირთა განცხადებით, ეს პაპის ვიზიტის გეგმებს არ შეცვლის. ვიზიტი ჩილეში დღეს იწყება, შემდეგ კი რომის პაპი პერუს ეწვევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG