ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა რუსეთისგან მინსკის შეთანხმებების შესრულებას მოითხოვს


უკრაინელები მაიდანის დემონსტრაციების მესამე წლისთავს აღნიშნავენ. პროტესტის შედეგად პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა დასრულდა. შეერთებული შტატები კი რუსეთისგან, აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის შესაწყვეტად გამიზნული მინსკის შეთანხმებების პატივისცემას მოითხოვს.

შაბათს ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეკრებილ ლიდერებთან საუბრისას თქვა: „შეერთებული შტატები რუსეთისგან პასუხის მოთხოვნას გააგრძელებს მაშინაც კი, როცა მათთან საერთო ნიადაგს ვეძებთ, რომელიც, როგორც იცით, პრეზიდენტ ტრამპს სჯერა, რომ არსებობს.“

მოგვიანებით, თავის ფრანგ, გერმანელ და უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოთხი ქვეყანა შეთანხმდა, ორშაბათიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გატანას ხორცი შეასხას.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG