ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი კმაყოფილია


Fireworks explode during the Closing Ceremony of the 2012 Summer Olympics, Monday, Aug. 13, 2012, in London.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, დევიდ კამერონმა ღონისძიებას ბრწყინვალე უწოდა. „მსოფლიოს დავანახეთ, თუ რას წარმოვადგენთ!"-თქვა მან.

ლონდონის ჰითროუს აეროპორტი განსაკუთრებულად დატვირთულია. ოლიმპიური თამაშების დასრულებასთან ერთად, ათასობით ათლეტი და გულშემატკივარი სახლებში ბრუნდება.

აეროპორტის ოფიციალური პირების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ორშაბათს ჰითროუს აეროპორტიდან 116,000 ადამიანი გაემგზავრება. აეროპორტის ყოველდღიური საშუალო დატვირთვა 95,000 მგზავრია.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიხენტმა ჟაკ ღოგმა კმაყოფილება გამოთქვა წარმატებული ოლიმპიადის გამო:

„ ეს იყო ბრწყინვალი ოლიმპიური სოფელი, თანამედროვე მოედნები, დამყრდა 44 მსოფლიო რეკორდი, აქედან 17 ოლიმპიური რეკორდი და ვიტყვი, რომ არაერთმა სპორტსმენმა ისტორიული მნიშნვნელობის წარმატება აჩვენა.“


კვირას ღამით, ბრიტანეთის პოპ ვარსკვლავებმა დახურვის ცერემონიალზე „ბრიტანული მუსიკის სიმფონია” შეასრულეს. 80,000 მაყურებლის წინაშე გამართულ სამ-საათიან ღონისძიებაზე ჯორჯ მაიკლმა და ენი ლენოქსმა, ჯგუფებმა „სპაის გერლზმა” და „პეტ შოპ პოიზმა” შეასრულეს მუსიკალური ნომრები.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, დევიდ კამერონმა ღონისძიებას ბრწყინვალე უწოდა. „მსოფლიოს დავანახეთ, თუ რას წარმოვადგენთ და საკუთარ თავს შევახსენეთ, თუ რა შეგვიძლია,” - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

შეერთებულმა შტატებმა ოლიპიადაზე ყველაზე მეტი - 104 მედალი მოიპოვა. მას ჩინეთი მოსდევს. დახურვის ცერემონიალზე, ლონდონმა ძალაუფლება რიო დე ჟანეიროს გადაულოცა, რომელიც ოლიმპიადის თამაშებს 2016 წელს უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG