ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კევინ კოსტნერი მექსიკის ყურის პრობლემას ეხმაურება


თითქმის 8 კვირაა მექსიკის ყურეში აფეთქებული ჭაბურღილი ამერიკული მსოფლიო მასმედიის მთავარი თემაა. უკანასკნელი ინფორმაციით, ბიპი პრობლემის გადასაჭრებალ უფრო დიდი ტანკერების მოქნილი მილებისა და უფრო ურყევი შემაკავებელი სარქველების გამოყენებას აპირებს. თუმცა მისი განცხადებით, საჭირო აღჭურვილობის ადგილზე მიტანას ერთ თვეზე მეტი დაჭირდება.

ამ ცვლილებების შემდეგ, ბიპი დღეში 28.000 ბარელი ნავთობის შეკავებას შეძლებს. დღეს მექსიკის ყურეში დღეში 50.000 ბარელი ნავთობი იღვრება.

კევინ კოსტნერი ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში არა როგორც კინოვარსკვლავი, არამედ როგორც შეწუხებული მოქალაქე ისე მივიდა, რომელსაც აინტერესებს პრობლემის გადაჭრის გზები და პერსპექტივა. 1989 წელს ექსონ ვალდეზის ტანკერის აფეთქების ფოტოებით შეშფოთებულმა, კოსტნერმა ტექნოლოგიაში იმედი დაინახა, რომელიც ნავთობს წყლისგან დააშორებს.

“მჯერა რომ ტექნოლოგია, რომელიც პოტენციურად კატასტროფებს ებრძვის, ნავთობის გადინების დროს თავდაცვის პირველი საშუალებაა, რომელიც გასუფთავებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.”

კოსტნერმა ტექნოლოგიურ კომპანიაში 20 მილიონ დოლარზე მეტი დააბანდა, იმისათვის რომ ახალი მოწყობილობა შეექმნათ.

“უდიდესი პლიუსი ის არის, რომ მისი მოქმედება ადვილია.”

ეს უმთავრესად ვაკუუმის დანადგარია, რომელიც 760 ლიტრ ზღვის წყალს წუთში შთანთქავს, მას ცენტრიფუგაში ატარებს, ნავთობისგან ათავისუფლებს და სუფთა წყალს ზღვაში აბრუნებს. მაგრამ კოსტნერმა კონგრესში განაცხადა, რომ მისი ენთუზიაზმი მთავრობისა და კერძო სექტორის მხრიდან აპათეურმა დამოკიდებულებამ შეანელა.

“მათ სტატუს კვოს შეცვლა არ სურთ. სამთავრობო სააგენტოების, ნავთობ კომპანიების და უცხოური კომპანიების სიაში ჩამოთვლილები, რომლებსაც ჩვენ დავეკონტაქტეთ გაკვირვებული გვეკითხებოდა მოწყობილობაზე, არადა მთელი მექანიზმი მათ ჩვენზე უკეთ უნდა სცოდნოდათ.”

კოსტნერს უთხრეს, რომ მოწყობილობა ძალიან ძვირი ღირდა და ის საჭირო არ იყო, რადგან ნათობის გადინება არც თუ ისე ხშირი მოვლენაა. მაგრამ კოსტნერმა კონგრესის კომიტეტების წევრების წარმომადგენელ, დანა რობაჩერს უთხრა, რომ როდესაც ნავთობის გადინებას ადგილი ექნება, არ აქვს მნიშვნელობა მასშტაბს, ის გულგრილი ვერ დარჩება.

“ჩვენ შევთავაზებდით ჩვენი მოწყობილობის გამოტანას. უშუალო ადგილას ვერ მოვხვდით, რადგან სანაპირო დაცვა არეგულირებს იმას, რომ ჩვენ იქ ვერ მოვხვდით, აი ამ სახის გაუგებრობებმა კომპანია უკან დაწია.”

“წარმომადგენელო რობაჩერ, ნება მომცეით რაღაც დავამატო.”

ნენსი კინერი ნიუ ჰემფშერის უნივერსიტეტთან არსებული, სანაპირო კვლევის სამსახურის ცენტრის დირექტორია და კონგრესის წინაშე კოსტნერთან ერთად ისიც წარსდგა.

“ვფიქრობ არის რამდენიმე რამ რაც თქვენ უდნა გაითვალისწინოთ. პირველი ის რომ ბატონმა კოსტნერმა მიუთითა რომ ტექნოლოგიის გამოტანას მისგან ნავთობის გადინების დროს არ ითხოვენ. არის საკითხი ახალი ტექნოლოგიის გამოცდისა, როდესაც ყველა გამოყენებამდე უდნა იყოს დარწმუნებული მის უსაფრთხოებაში და იმაში, რომ მათი გამოყენებით რისკი არ იმატებს.”

“ამას აკეთებენ კანადაში, ნორვეგიაში და ვფიქრობ დროა ამ ქვეყანაშიც იყოს ამის შესაძლებლობა.”

ყურეებში ჭაბურღილების აფეთქების ტექნოლოგია, 1989 წელს, ექსონ ვალდეზის აფეთქების შემდეგ, დიდად არ დაწინაურებულა.

კევინ კოსტნერის განცხადებით, მომდევნო აფეთქებების რისკის მინიმალიზება შეიძლება. ის კანონმდებლებს მოწყობილობის როლის გადახედვას თხოვს. კვირის დასაწყისში მან კარგი ამბები შეიტყო. კომპანია ბრითიშ პეტროლიუმმა, რომელმაც მექანიზმი გამოცადა, 32 ახალი მანქანა დაამატა, რომლებიც ახლო მომავალში მექსიკის ყურეში განთავსდება.

XS
SM
MD
LG