ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობის ფასზე რყევები გრძელდება


ნავთობის ფასზე რყევები გრძელდება
ნავთობის ფასზე რყევები გრძელდება

ბოლო თვეებში ნედლ ნავთობზე ფასებმა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ მკვეთრი დაცემა განიცადა და ამჟამად ერთი ბარელის ფასი 80 დოლარს შეადგენს. ამერიკულ ეკონომიკაზე ნავთობის ფასების გავლენის საკითხს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯერომ სოკოლოვსკი არკვევდა. ვაშინგტონისკენ მიმავალ ერთერთ ავტობანზე ევროპელი ტურისტები ნაქირავებ ავტომობილს ბენზინგასამართ სადგურთან აჩერებენ. ფელიქს ბრაზი ამბობს, რომ ნავთობზე დაბალი ფასები ეს დროებითი მოვლენაა.

„რა თქმა უნდა ფასები ისევ გაიზრდება, რადგან მთელ მსოფლიოში მოთხოვნა მატულობს და რეზერვები კი არა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბენზინზე დეფიციტი გაჩნდება,“ - ამბობს ევროპელი ტურისტი.

ის ლუქსემბურგიდანაა, სადაც ბენზინზე ფასი თითქმის ორჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შეერთებულ შტატებში. ამის მიზეზი კი საწვავზე არსებული გადასახადებია.

ბენზინგასამართ სადგურზე კიდევ ერთი მომხმარებელი იორდანელი აჰმედ ალი ჰელუა. ის ფიქრობს, რომ ბენზინი ფასი ამერიკაში მაინც მაღალია.

„მე კატარში ჩემს მეგობარს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ერთი გალონის ფასი 75 ცენტია. ჩვენთან კი ერთი გალონი თითქმის 4 დოლარი ღირს. ეს ჯიბისთვის უხერხულია,“ - ამბობს აჰმედი.

ის მნიშვნელოვან ბიზნესშია ჩართული და ამბობს, რომ მის მოგებაზე ბენზინის ფასს გავლენა ექნება.

„არა მხოლოდ ჩემთვის. ამას გავლენა ექნება მთელ ქვეყანაზე. როცა ფასები დაბლა იწევს, ეს ყველაფერზე გავლენას ახდენს და საერთოდ ფასების დაწევაზე მოქმედებს, რადგან ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაბმული,“ - ამბობს აჰმედი.

აპრილის შემდეგ ბარელ ნედლ ნავთობზე ფასი 30 დოლარზე ჩამოვიდა. ეკონომისტები ამბობენ, ფასების დაცემა დაკავშირებულია ეკონომიკის ტემპის დაცემასთან, რამაც ნავთობზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.

პოლ ისბელი ვაშინგტონში ენერგეტიკის და კლიმატის საკითხების ანალიტიკოსია. ის შექმნილ გაურკვევლობაში ამერიკისი მთავრობას ადანაშაულებს და საკრედიტო რეიტინგის დაქვეითებაში სდებს ბრალს.

„ამის მთავარი მიზეზი შეერთეულ შტატებში უნდა ვეძებოთ,“- ამბობს პოლ ისბელი.

მისი თქმით, ფასების ცვლილება და რყევები 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც მსოფლიო კრიზისის შედეგად ბარელზე ნავთობის ფასი 150 დიოლარი გადა. ნავთობის ფასებზე ასევე გავლენა იქონია იაპონის ცუნამმა და ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა რევოლუციებმა.

XS
SM
MD
LG