ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტ რომნიმ ოჰაიო მოიგო


რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის დაძაბულ ორთაბრძოლაში, მიტ რომნიმ ოჰაიოს შტატში მცირე სხვაობით თავისი კონკურენტი, პენსილვანიის ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი დაამარცხა. ოჰაიო „სუპერ სამშაბათის“ ერთ-ერთი გადამწყვეტი შტატი იყო.

მიტ რომნიმ ასევე გამარჯვება მოიპოვა მშობლიურ შტატში მასაჩუსეტში, ვირჯინიაში, ვერმონტსა და აიდაჰოში. ამან მის აქტივში დელეგატების რაოდენობაც გაზარდა. გამარჯვებამ რომნი დააწინაურა. სანტორუმის გარდა მან ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი და ტეხასის შტატის კონგრესმენი რონ პოლი ჩამოიტოვა.

ეგზითპოლების მიხედვით, ზომიერ რესპლიკელ ამომრჩეველთა შორის ის მეტად პოპულარულია. მათ ნოემბერში პრეზიდენტ ბარაკ ობამას წინააღმდეგ ძლიერი კანდიდატის ხილვა სურს. რომნიმ თავის ამომრჩეველს მასაჩუსეტიდან მიმართა:

„ მილიონობით ამერიკელს მივმართავ, რომელთაც უნდათ სამუშაოს მოძებნა მაგრამ ვერ ახერხებენ, სურთ გადასახედების გადახდა, რომელიც აღარ შეუძლიათ, მინდა გითხრათ რომ ეს თქვენი ბრალი არ არის. ყველაფერში დამნაშავე პრეზიდენტია, მაგრამ ეს ყველაფერი მალე შეიცვლება.“

მიუხედავად იმისა, რომ ოჰაიოში სანტორუმი მცირე სხვაობით დამარცხდა, ტენესიმ, ოკლაჰომამ და ჩრდილოეთ დაკოტამ მას ნდობა გამოუცხადა. სანტორუმის წარმატებამ დაადასტურა, რომ რესპუბლიკელთა მარათონი კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

სანტორუმი განაგრძობს კონსერავატორი ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას, განსაკუტრებით ვინც შეშფოთებულია საერთო სიციალური მდგომარეობით და ფედერალური მთავრობის ძალაუფლების შესუსტებით.

სანტორუმმა ოჰაიოში ამომრჩეველს მიმართა:

„ ჩვენი დიდება მხოლოდ დიდი და ძლიერი მთავრობის არსებობაში არ მდგომარეობს, ჩვენი სიძლიერე იმ დოკუმენტურ საფუძველშია, რომელიც დამფუძნებელმა მამებმა დაგვიტოვეს. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ჩვენი უფლებები ჩვენი შემქმნელისგან მოგვსდევს.“

ნიუტ გინგრიჩი „ სუპერ სამშაბათს’ მხოლოდ მცირედი წარმატებით დაკმაყოფილდა. მან გამარჯვება მხოლოდ თავის მშობლიურ შტატში ჯორჯიაში მოიპოვა. თუმცა კანდიდატი ფარ ხმალს არ ყრის და მომავალი კვირისთვის ემზადება. ნომინანტების ბედი ალაბამასა და მისისიპიში უნდა გადაწყდეს.

4 კანდიდატს შორის რონ პოლი ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა არც ის აპირებს დანებებას. რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის ბრძლოლა გუშინ 10 შტატში ერთდროულად მიმდინარეობდა. საარჩევნო მარათონი რომელიც იანვარში დაიწყო ივნისამდე გაგრძელდება. ნომინაციისთვის კანდიდატს 1144 დელეგატის ხმა სჭირდება, რომელიც ოფიციალურად ფლორიდაში აგვისტოს ბოლოს რესპუბლიკელთა ყრილობაზე გამოცხადდება.

XS
SM
MD
LG