ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში დემონსტრაცია დაშალეს


კალიფორნიაში დემონსტრაცია დაშალეს

კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში "დაიკავე უოლ სტრიტის" მონაწილეებისგან მერიის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს. დემონსტრანტების დაშლისას დააკავეს 30 აქტივისტი. აქციის დაშლა პოლიციამ ორშაბათს დაიწყო, რასაც მოჰყვა მერის განცხადება, რომელშიც ნათქვამია რომ ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გასუფთავებამ მშვიდობიანად, ხარვეზების გარეშე ჩაიარა, ამასთან მან დასძინა, რომ მერიის წინ საპროტესტო აქცია ძალადობაში გადაიზარდა, სადაც მკვლელობასაც კი მოხდა.

ერთი თვით ადრე დემონსტრანტებმა ქალაქის მნიშვნელოვანი პორტი გადაკეტეს, სადაც პოლიციის განცხადებით შუშები ჩატეხეს, შეღებეს კედლები და ახლომდებარე მცირე ბიზნესის კერებს ცეცხლი წაუკიდეს. მოძრაობა "დაიკავე ვოლ სტრიტის" მხარდამჭერებმა დაგმეს დემონსტრანტების ვანდალური ქცევა, პოლიციამ კი რამდენიმე აქტივისტის დაკავება მოახერხა.

XS
SM
MD
LG